ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გუბერნატორი, ამავე სამსახურის უფროსთან – კობა კურტანიძესთან ერთად, მეეზოვეებს მოულოდნელად ესტუმრა.
ბესიკ ამირანაშვილი სამუშაო პროცესსაც დაესწრო და მათი მოსაზრებები მოისმინა, რომელიც, ძირითადად, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებას ეხებოდა. გუბერნატორის თქმით, სამუშაო პროცესში ეფექტური და ნაყოფიერი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია მათთან, ვინც სამუშაოს შესრულებაში უშუალოდ არის ჩართული.

„დასუფთავების სამსახურის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომ ახალციხის ქუჩები მოვლილი და სუფთაა. ისინი მუშაობენ მაშინაც, როდესაც ქალაქში მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სძინავს. ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ შეტანილ წვლილს მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში.“ – განაცხადა მხარის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა,

Visited 155 times, 1 visit(s) today