ბესიკ ამირანაშვილი დასუფთავების აქციას შეუერთდა

სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანში, გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. გუბერნატორის ინიციატივით ინიციატივით, კამპანიაში ექვსივე მუნიციპალიტეტი ჩაერთო და დასუფთავების სამუშაოები 50 ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

„კარგია , რომ ასეთი აქციები ტარდება. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, რადგან ტურისტული თვალსაზრისით აქტიური რეგიონია. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მომავალში თავი შეიკავონ გარემოს დაბინძურებისგან. მნიშვნელოვანია , რომ ერთმანეთს მივცეთ მაგალითი, რომ შევინარჩუნოთ სუფთა გარემო, ეს ძალიან კარგი იქნება”- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

„მსოფლიო დასუფთავების დღე“ მიმართულია მყარი ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლისკენ. 150 ქვეყნიდან 16 მილიონზე მეტი ადამიანი გაერთიანდა დევიზით: “Let’s Do it! World” – “მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის!“

Visited 169 times, 1 visit(s) today