ბესიკ ამირანაშვილი სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მუშაობა დაიწყო რესპუბლიკურმა სამეცნიერო კონფერენციამ ,,სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკა და სამცხე-ჯავახეთის ონომასტიკა“.

„საინტერესო კონფერენციას დავესწარით დღეს და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ნაშრომებს გავეცანით. ამასთანავე, ვფიქრობ, ღონისძიების სამცხე-ჯავახეთში ჩატარება ორგანიზატორების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. მსგავსი სამეცნიერო კონფერენციების გამართვა თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის პოპულარიზებას, ისე კომპეტენტური საზოგადოების მიერ ამ კუთხის მრავალფეროვანი ისტორიით დაინტერესებას – რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
იმედი გვაქვს, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ახალციხეში პერმანენტულ სახეს მიიღებს და ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობაც მივიღოთ მის ორგანიზებაში-“აღნიშნა მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა
კონფერენცია ტარდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაწილეობით

Visited 150 times, 1 visit(s) today