ბესიკ ამირანაშვილი სოფელ მირაშხანის მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მხარის გუბერნატორი ასპინძის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრის შემდეგ მხარის გუბერნატორმა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე მოინახულა ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა მირაშხანის მცხოვრებელებს დაათვალიერეა დასრულებული სოფელ მირაშხნის გზა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს. გუბერნატორის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრა სამომავლოდაც მოეწყობა.

Visited 192 times, 1 visit(s) today