სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მათ ასევე, ის ლოკაციები მოინახულეს, სადაც 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. მხარის გუბერნატორმა სოფელ ურაველში მესხური ყველის საწარმო „წიფორა–სამცხე“ დაათვალიერა და ყველის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო. ასევე, სოფელ მუსხში ახალგაზრდულ ცენტრს ეწვია და ცენტრში არსებული ძიუდოს წრის მოსწავლეების მიღწევებით დაინტერესდა.
ბესიკ ამირანაშვილი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ ხეოთის მოსახლეობასაც შეხვდენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ სოფლამდე მისასველ გზას 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრს უკვე ასფალტირებული გზით დაუკავშირდება.