ბესიკ ამირანაშვილმა​ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა​ სამხარეო ადმინისტრაციაში,​ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის, მიღწეული წარმატებებისა და ძირითადი გამოწვევების განხილვა იყო. მხარეებმა იმსჯელეს, როგორც განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშნელობაზე. აქცენტი გაკეთდა იმ ძეგლებზე რომლებიც რესტავრაციას საჭიროებენ. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 135 times, 1 visit(s) today