სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, გაეცნო სოფელ ტბის შიდა ქუჩებისა და ტბა-ცემის დამაკავშირებელი გზების დასრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულ სოფლებში ჯამში 2,5 და 500მეტრი სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. ბესიკ ამირანაშვილმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა დაბა ბაკურიანში საპარკინგე ადგილის მიმდინარე სამუშაოები, გაეცნო შემოვლითი 6 კმ სიგრძის გზის მშენებლობისა და ბაკურიანი-ციხიჯვრის 8კმ-მდე გზის მოწყობის სამუშაოებს.
დღესვე, გუბერნატორმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც ისაუბრეს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე.