ბესიკ ამირანაშვილმა ომში გმირულად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ომში გმირულად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ახალციხის ცენტრალურ პარკში, ომში დაღუპულთა მემორიალთან რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, ახალციხის მერი,სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 11 წლის წინ გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას.
გარდაცვლილი გმირების სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ. დღესვე ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალდაბაში, 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული გმირების დევი ჩადუნელის და შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკო. გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად ჩატარდა პანაშვიდი.

Visited 99 times, 1 visit(s) today