სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. რწმუნებულმა სამუშაო შეხვედრაზე ახალდანიშნული პირველი მოადგილე, დავით ვარდიაშვილი წარადგინა და დაკავებული თანამდებობა მიულოცა.
დავით ვარდიაშვილმა 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი,ხოლო 2000 წელს,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს უწყვეტი სამუშაო გამოცდილება გააჩნია:
1995-1996წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი;
1998-2002წწ. მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექტორი;
2004-2006წწ. მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია/სამმართველოს უფროსი;
2009 წელს შემოსავლების სამსახური, კახეთის რეგიონალური ცენტრის უფროსი;
2010-2012წწ. სსიპ შემოსავლების სამსახურის, იმერეთის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილე;
2010-2011წწ. სსიპ შემოსავლების სამსახურის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ცენტრის უფროსი;
2011 წელს სსიპ შემოსავლების სამსახურის, აუდიტის დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს ბიუროს უფროსის მოადგილე;
2011-2012წწ. სსიპ შემოსავლების სამსახურის, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2012 წელს სსიპ შემოსავლების სამსახურის, საბაჟო გაფორმების დეპარტამენტის უფროსი;
2012-2013წწ. შემოსავლების სამსახურის, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
2013-2014წწ. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე;
2016-2017 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2017-2018 წლებში იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე;
2018 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოში.
დავით ვარდიაშვილს მინიჭებული აქვს წოდებები:
2003 წ-ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი;
2004 წ-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი;
2005 წ-დოცენტის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება;
2006 წ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2007 წ-საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი;
2019 წ-საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი;
2011 წ-საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ კორესპონდენტი.
წარდგენის შემდეგ, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.