ბესიკ ამირანაშვილმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მიულოცა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს სიტყვით მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა. „გილოცავთ საინტერესო გზის დაწყებას. ეს არის არა მხოლოდ პირველი სასწავლო დღე, არამედ საწყისი ნაბიჯი მომავალ პროფესიულ კარიერაში. განათლება, როგორც თითოეული სტუდენტის პირადი წინსვლის, ისე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.”- აღნიშნა გუბერნატორმა.
ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, იგი მზადაა მომავალშიც ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია სტუდენტებთან, გაეცნოს მათ ინიციატივებს და ახალგაზრდებთან ერთად იმუშაოს რეგიონის განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით.
უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება, გუბერნატორის გარდა, მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, ასევე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ქალაქის მერმა ზაზა მელიქიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

Visited 143 times, 1 visit(s) today