ბესიკ ამირანაშვილმა, ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი მშენებელი კომპანიების, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში და ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში, საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება. ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში კი გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 276 600 ლარით ფინანსდება.

Visited 89 times, 1 visit(s) today