ბექა ნაცვლიშვილმა ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად ზემო ფონიჭალაში , ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ღოღობერიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 4 000 კვ მეტრზე დაიგება,მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა და გაკეთდება გარე განათება.
აღნიშნულ ქუჩაზე გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება და პროექტის განხორციელების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პრობლემა ორმოცდაათ ოჯახს მოუგვარდება.

Visited 158 times, 1 visit(s) today