ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აქტიურად მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში კურორტ ბეშუმის შიდა გზების 2 კილომეტრნახევრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 828855 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „დავითი“ ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე გაეცნო.
უნდა აღინიშნოს, რომ კუროტზე, შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. 2016 წელს, ბეშუმში 1 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხოციელდა.

Visited 212 times, 1 visit(s) today