ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„არსებულ ვითარებაში ყველა მწარმოებელს რთულ პირობებში უწევს მუშაობა. საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორი იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მეწარმეებს და მომწოდებლებს არ შეექმნათ პრობლემა და, მეორე მხრივ, მოსახლეობის ინტერესი იყოს დაცული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საწარმოები შეუჩერებლად მუშაობენ, მარაგები საკმარისია და მიწოდებაში შეფერხება არ იქნება.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

Visited 87 times, 1 visit(s) today