ბიურომ რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს. სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე კენჭსაყრელი და სამოცზე მეტი განსახილველი საკითხია. ბიუროს წინა სხდომაზე განსაზღვრულ დღის წესრიგს რამდენიმე განსახილველი საკითხი დაემატა, მათ შორის, III მოსმენით განსახილველი კანონპროექტი, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ეხება ელექტრო ძრავიანი ავტობუსის მიწოდებისა ან/და იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებას და ექვს სარატიფიკაციო დოკუმენტს.
ასევე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზეც. ბიურომ რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პარლამენტს წარედგინა სახალხო დამცველის წინადადება: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცა. აღნიშნული წინადადება, საქართველოს სახალხო დამცველისათვის, გამოძიების დასრულებამდე განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭებას ეხება.

Visited 68 times, 1 visit(s) today