ბიურომ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე 13 ოქტომბერს მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბიურომ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე 13 ოქტომბერს მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს და კენჭს უყრის.
ბიურომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატთა სია (იოსებ ვარძელაშვილი, ქეთევან ბექაური, ემზარ პაქსაძე, თეა ჯუღელი) და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ფრაქციებს განსახილველად გადაუგზავნა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ და „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების განხილვის ვადები 11 ნოემბრამდე გაგრძელდა.

Visited 158 times, 1 visit(s) today