ბიუროს სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტის დადგენილების პროექტი დაინიცირდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ბიუროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფორმით, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ინიციატივა წარედგინა. კერძოდ, „საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტი. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას, საკომიტეტო განხილვების გარეშე წარედგინება. ბიუროს სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი წამლის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება და მთავრობის თხოვნით მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. საკითხი შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად ლელა ჯანაშვილის და თამარ ალფაიძის, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებს, რომლებიც განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცათ.

Visited 21 times, 1 visit(s) today