ბიუჯეტის კორექტირება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ რეფორმებს გავატარებთ

ბიუჯეტის კორექტირება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ რეფორმებს გავატარებთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ რეფორმებზე, ბიუჯეტის კორექტირების პროპორციებზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს.
“ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება. აღნიშნულ რეფორმებზე, თვითონ ბიუჯეტის კორექტირების პროპორციებზე, ან ნებისმიერ სხვა ცვლილებაზე მე პირადად მიმაჩნია და ვთვლი, რომ სწორია, განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს. ეს არის ძალიან დიდი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ძალიან წინ უნდა წასწიოს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Visited 225 times, 1 visit(s) today