ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ჯერჯერობით არ იცის, რომელ რეგიონში ჩავა პირველად.

„ვფიქრობ, კვირაში ორი შეხვედრა გავაკეთო – ორშაბათს და ხუთშაბათს, რომ მოვასწრო ათივე რეგიონში და ალბათ, თბილისშიც მომიწევს ერთი ან ორი სატელევიზიო გამოსვლა და აქტივთან შეხვედრა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Visited 99 times, 1 visit(s) today