ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება. მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე GDS-ის პროექტში ახალ სატელევიზიო სეზონზე, სექტემბრიდან გამოჩნდება. მისი თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან.
როგორც გადაცემის ერთ-ერთმა თანაწამყვანმა, მიშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაცემა, ეს იქნება GDS-ის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში იქნება სტუმარი, რომელიც წამყვანების შეკითხვების გარდა სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს. გადაცემა კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა.

”საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გავალთ ეთერში, გადაცემაში მოვიწვევთ ადგილობრივ ჟურნალისტებსაც და მათ საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები. დასკვნითი გადაცემა თბილისიდან იქნება”, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

Visited 150 times, 1 visit(s) today