ბოლნისელი ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ბაქოში გაემგზავრნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებაში” ჩართული ბოლნისელი ახალგაზრდები დღეს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ბაქოში გაემგზავრნენ. შვიდი ბოლნისელი ახალგაზრდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მონაწილეობას მიიღებს ბაქოში გამართულ “ქართული დღეების” კვირეულში.

“ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 7 ახალგაზრდა, მუნიციპალიტეტის 100%-ანი დაფინანსებით, “ქართული დღეები”-ის ფარგლებში, მივემგზავრებით ბაქოში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დებუტატს გოგი მეშველიანს და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, მუდმივი თანადგომისა და მზრუნველობისთვის. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატებისკენ“-აღნიშნა „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მენეჯერმა ბოლნისში მარიამ ბურჯალიანმა.

Visited 71 times, 1 visit(s) today