ბოლნისელმა შემსრულებლებმა ,,არტ-გენის“ ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ,,ბოლნელამ“, ,,ორბელმა“ და ,,სიონმა “ დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. ფართომასშტაბიან ღონისძიებაში დებიუტი შედგა ბოლნისელი აზრებაიჯანული ტრიოსი, რომელთაც ტრადიციული ფოლკლორი გააჟღერეს. მონაწილეობა ასევე მიიღეს პოეტმა ეთერ აფაქიძემ და მეშაირე ციალა მაჭარაშვილმა. ეთნოგრაფილ მუზეუმში შეკრებილ პატარებს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრმა ზღაპარი ,,ნაცარქექია“ უჩვენა და ხალისიან განწყობაზე დააყენა.

კულტურული ღონისძიებების პარალელურად ბოლნისის წარმომადგენლებმა რეწვის ოსტატების ნამუშევრები გამოფინეს.
ფესტივალი “არტ-გენი 2016“ წელს ბოლნისში გაიხსნა, რომელიც ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ფოლკლორის ფესტივალმა სურამი და ქობულეთიც გააერთიანა და დასკვნითი ღონისძიებები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდა.

“დავუბრუნდეთ სოფელს“, -ასეთი გახლავთ ფესტივალის წლევანდელი სლოგანი, რომელმაც ათეულობით ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლები, სახალხო მთქმელები და ინდივიდუალური შემსრულებლები გააერთიანა.
ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა.
ფესტივალი “არტ-გენი“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 17 ივლისს დასრულდება.

Visited 206 times, 1 visit(s) today