ბოლნისის გერმანულ უბანში მდებარე ყოფილი სომხური სკოლის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის გერმანულ უბანში მდებარე ყოფილი სომხური სკოლის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და ქართულ გერმანული კულტურული ცენტრის ფუნქციით დაიტვირთება. შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რესტავრაცია 2019 წლის გაზაფხულზე ჩაუტარდება. შენობის სახურავის, საძირკვლის გამაგრებისა და კედლების შელესვის სამუშაოებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს. შენობის შიდა სარეკონსტრუქციო და ეზოს მოსაპირკეთებელ სამუშაობის თანხებს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამოყოფს.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თვითმმართველობის , გერმანიის საელჩოს, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირსა და სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს შორის. მხარეებმა პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. ცენტრის ზუსტი კონცეფცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

Visited 125 times, 1 visit(s) today