ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს სამომავლოდ ახალი დეკორატიული ღობე ექნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის დეკორატიული ღობის პროექტზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მსჯელობის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ
პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაცია მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ხოლო პარკის დანარჩენი ნაწილი ახალი კედლით შემოიღობება, რაზეც ლედ-სანათები დამონტაჟდება.

Visited 224 times, 1 visit(s) today