ბოლნისის მერი და მაჟორიტარიტარი დეპუტატი ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთდ სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყლის მიწოდების საკითხი და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა.
შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ,ხოლო მიმდინარე წელს განხორციელდება 1000 გრძივი მეტრის სოფლის შიდა გზების ბეტონირება.

Visited 215 times, 1 visit(s) today