ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაგა-ბაღი შეემატება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, N4 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის კედლების შელესვა, თაბაშირ-მუყაოსთვის კონსტრუქციების მოწყობა. ხორციელდება სველი წერტილებისა და ეზოს რეაბილიტაცია. ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები გარემონტებულ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობით ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.

„ N4 საბავშვო ბაგა-ბაღში კაპიტალური რემონტი აქტიურად მიმდინარეობს. სექტემბრიდან სწავლის პროცესი კომფორტული გახდება. ეს იქნება მუნიციპალიტეტში არსებული 12 ბაღიდან მე-11, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.

Visited 112 times, 1 visit(s) today