ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასობრივი შემოწმება გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ჯგუფები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასობრივ სადეზინფექციო სამუშაოებს კვლავ ატარებენ. ასევე აქტიურად გრძელდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასობრივი შემოწმება. დღეს მედიკოსებმა 16 სოფელში გამოკვლევა 3373 მოქალაქეს ჩაუტარეს. სადეზინფექციო სამუშაოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შემოწმების პროცესის მიმდინარეობას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ ნახიდურში გაეცნენ. სადეზინფექციო სამუშაოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შემოწმება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება.

Visited 103 times, 1 visit(s) today