ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის წარმომადგენლებთან და ბოლნისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მამხუტის თემში შემავალ სოფლებში: ზემო არქევანში, ქვემო არქევანში, მამხუტსა და ხატავეთში შეხვედრები გამართა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით წელს მამხუტსა და ქვემო არქევანში გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდება, ზემო არქევანსა და ხატავეთში კი, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, სკვერი მოეწყობა. შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

Visited 31 times, 1 visit(s) today