ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 შშმ პირს სამედიცინო ეტლები გადაეცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან ერთად, დღეს სოფელ რაჭისუბანში მცხოვრებ 63 წლის გაიანე გავაშელიშვილს, საჩუქრად სამედიცინო ეტლი მიუტანა . ქალბატონმა გაიანემ გამოჩენილი ყურადღებისთვის მუნიციპალიტეტის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და სამედიცინო მედიკამენტებით დახმარება სთხოვა. დავით შერაზადიშვილმა მას მხარდაჭერა აღუთქვა.
სამედიცინო ეტლი დღესვე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ 66 წლის ვანო ინაძესაც გადასცა. როგორც ბატონმა ვანომ განახცადა, ერთი წელია ,რაც ეტლით სარგებლობს და მისი ეტლი მოძველებული გახლდათ. პირველივე თხოვნა მუნიციპალიტეტმა უყურადღებოდ არ დატოვა და დღეს მას უკვე ახალი ეტლი აქვს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს სამედიცინო ეტლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 პირს გადაეცა.
სამედიცინო ეტლები მუნიციპალიტეტს ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ გადმოსცა, რომელიც 2010 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან პროექტს ამერიკული ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით, რომელიც შშმ პირთათვის ეტლების უფასო გადაცემას გულისხმობს.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი მუდმივად ზრუნავს განსაკუთრებული საჭირეობების მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 8 შშმ პირისთვის გადაგვეცა სამედიცინო ეტლი. რათქმაუნდა ეს აქცია დღეს არ მთავრდება და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ყველა იმ პირს, რომლებიც ეტლით სარგებლობენ და მისი შეცვლის საჭიროება გააჩნიათ. მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციას ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, რომელიც დონორი ორგანიზაციების დახმარებით ახორციელებს გრძელვადიან პროექტს შშმ პირთათვის ეტლების უფასოდ გადაცემის კუთხით“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 159 times, 1 visit(s) today