ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ქ. ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე არსებული ტროტუარებისა და ჯებირის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეოსბ ე.წ. ანდრეევკის დასახლებაში მდებარე მინი საფეხბურთო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სრულად აღდგება მაყურებლის ტრიბუნა , მოეწყობა ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და შეცვლება ლითონის შემოღობვაც.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეში დასრულდება.
ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

Visited 218 times, 1 visit(s) today