ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ფოლადაურის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ფოლადაურის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. ხეობა სკაუტური ბანაკის დასახვედრად ემზადება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ფოლადაურის ხეობაში სველი წერტილები და საჭირო ინფრასტუქტურა მოეწო. ბანაკის მიზანია ახალგაზრდების ინტეგრაცია და განვითარება. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სხვადასხვა ტრენინგებს, რომელიც ხელს შეუწყობს არაფორმალურ პირობებში მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ლიდერის უნარ-ჩვევების და პიროვნული თვისებების განვითარებას. ბანაკში ქართველებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები იქნებიან.

Visited 184 times, 1 visit(s) today