ბოლნისის მუნიციპალიტეტი უსახლკარო ოჯახებს ბინის ქირას უხდის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გულო შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც მუნიციპალიტეტი დახმარებას უწევს და ბინის ქირით უზრუნველყოფს. გულოს მსგავსად აღნიშნული პროგრამით 12 ოჯახი სარგებლობს. სოციალურ პროგრამაში ცვლილება 3 წლის წინ შევიდა. ოჯახებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებული და არ აქვთ მუდმივი თავშესაფარი, ბინის ქირას – ასი ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად უხდის. ასევე უნაზღაურდებათ კომუნალური ხარჯებიც.

„დიდი დახმარება გამიწია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, წლებია ვსარგებლობ ამ პროგრამით. მყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს ქირა კი დიდი შეღავათია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მერიას“. -აღნიშნა გულო შაინიძემ.

„ასეთი ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტში 4 საცხოვრისია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფართი არ აკმაყოფილებდა შემოსულ განცხადებებს, მივიღეთ გადაწყვეტილება სოციალურ პროგრამაში გაგვეწერა ბინის ქირით უზრუნველყოფა. ახალგაზრდა ოჯახებს, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, არ აქვთ თავშესაფარი და მათი სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება, ვუხდით თანხას 100 ლარის ოდენობით, ამ ეტაპზე გვყავს 13 ოჯახი, ბინის ქირა კვლევის შედეგად განისაზღვრა,“-აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი.

გარდა ბინის ქირით უზრუნველყოფისა, ადგილობრივი ხელისუფლება მსგავს ოჯახებს გარკვეული რაოდენობით, კომუნალურ ხარჯებსაც უნაზღაურებს.

Visited 132 times, 1 visit(s) today