ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან” დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან” დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა, სადაც ადგილობრივები წელს განსახორციელებელ პროექტებს პრიორიტეტების მიხედვით არჩევდნენ.
დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსები სოფელ ზემო ბოლნისისა და ფოლადაურის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და სამომავლო პროექტები დაგეგმეს.
წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 720 000 ლარი დაიხარჯება, პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

Visited 67 times, 1 visit(s) today