ბოლნისის მუნიციპალიტეტი უერთდება არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

16 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტი უერთდება არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას, რომელიც ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. აქცია გაიმართება ქ.ბოლნისში 16 მაისს ზაურ ხუჯაძის სახელობის სკვერში 12 საათიდან 16 საათამდე. ნებისმიერი მსურველი შეიძლება ჩაერთოს კამპანიაში გაიზომოს და აკონტროლოს მისი წნევა.

Visited 98 times, 1 visit(s) today