ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის კიდევ ერთი აქცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით დღეს ბოლნისში “ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის” ექიმები ჩამოვიდნენ. უანგარო დონორთა აქციაში “გაიღე სისხლი- გადაარჩინე სიცოცხლე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები, შსს ბოლნისის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები ჩაერთნენ.
სისხლის დონაციის აქციაში 35-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოხალისეთა მიერ ჩაბარებული სისხლის გამოკვლევა “ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოოგის ინსტიტუტში” არსებული ლაბორატორიაში მოხდება, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ამერიკული კომპანიის, Johnson & Johnson -ის აპარატურით, სადაც კომპლექსური ანალიზატორების წყალობით ტარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები. აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ამ ანალიზატორების მეშვეობით ჩაუტარდება კვლევები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხო სისხლის მისაღებად. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს გულისხმიერებისთვის ინსტიტუტის სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.

Visited 93 times, 1 visit(s) today