ბოლნისის სიონის მონასტრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოლნისის სიონის ტაძრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშოებს დააფინანსებს. ელექტრონული ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 4 თვის ვადაში დაასრულებს, პროექტის სატენდერო ღირებულება 1 506 202 ლარია.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1700 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, საგზაო ნიშნები , შემოფარგვლა და მონიშვნა.

Visited 219 times, 1 visit(s) today