ბოლნისში გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ბოლნისში საახალწლო კონცერტი გაიმართა. დამდეგი შობა-ახალი წელი ბოლნისელებს ჯგუფმა „რეგიონმა“ მიულოცა. კონცერტი დასრულდა საზეიმო ფოიერვერკით, რომლის შემდეგაც მსმენელების სადღესასწაულო განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა. კონცერტს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

„ბოლნისელებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალი წელს. ახალი წელი ეს ხომ ახალი იმედებისა და სურვილების დღესასწაულია, ამიტომ მინდა ყველას თქვენი სურვილების ახდენა მთელი გულით გისურვოთ. სილაღე და ერთმანეთის ზრუნვის სურვილი არასდროს გაგვნელებოდეს. 2019 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული აღმოჩნდა, 2020 წელს კი არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ჩვენს ოჯახებში 2020 წელი ხვავის, ბარაქისა და სიმშვიდის შემომატნი ყოფილიყოს“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 105 times, 1 visit(s) today