ბოლნისში კრეატიული ზებრა გადასასვლელები მოიხატა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“შეანელე სვლა”,- ამ დევიზის გარშემო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის აქტიური მოსწავლეები გაერთიანდნენ. ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მათ პირველი და მეხუთე საჯარო სკოლის წინ კრეატიული ზებრა გადასასვლელები მოხატეს. კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობა შეუერთდა.მოსაწავლეებთან და მოხალისეებთან ერთად აქციაში დღეს დილიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ჩარეთო.მოსწავლეებმა პროექტით “შეანელე სვლა” მოქალაქეებსა და მძღოლებს საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეურთდა სკოლის მოსწავლეების მიერ წამოწყებულ აქციას “შეანელე სვლა”. სკოლის წინ მოსწავლეები ხატავენ ზებრა გადასასვლელს. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ დაიცვან მოძრაობის წესები, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარებმა იარონ უსაფრთხოდ”,- განაცხადა ბოლნისის მუიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 269 times, 1 visit(s) today