ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მოინახულა.
ბოლნისში პარალელურ რეჟიმში რამდენიმე მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით დაბა კაზრეთში კომპანია ,,არემჯისკენ” მიმავალი საავტომობილო გზის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულებულ სახეს მიიღებს.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილე ალექსანდრე მეტრეველსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით შერაზადიშვილთან ერთად, ქალაქ ბოლნისში სანიაღვრე სისიტემების მშენებლობაც მოინახულა.
მხარის პირველი პირი, სააკაძის ქუჩზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტსაც ადგილზე გაეცნო. ბოლნისს სულ მალე კიდევ ერთი ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩა შეემატება.

Visited 137 times, 1 visit(s) today