ბოლნისში ,,საბაობა 2018“ აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დიდი ქართველი მწერლის, მეიგავის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 360 წელი ბოლნისში “საბაობა 2018“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება ბოლნისის კულტურის სახლში ბონდო კობაძის წიგნის „სულხან-საბა ორბელიანი 360“ პრეზენტაციით გაგრძელდა.
“საბაობა 2018“ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „სიბრძნე სიცრუისა“ დასრულდა. მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების სიბრძნე შესანიშნავი ოსტატობით გადასცეს.

Visited 357 times, 1 visit(s) today