ბოლნისში, საერთაშორისო ფორუმის სტუმრებმა ისტორიული უბანი მოინახულეს.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით 13-14 ივნისს ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი „ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ მოეწყო. ფორუმის სტუმრებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ქალაქის ისტორიული უბანი მოინახულეს. ღონისძიების მონაწილეებმა 200 წლის წინ, გერმანიიდან ჩამოსახლებული შვაბი კოლონისტების მიერ აშენებული შენობები დაათვალიერეს და ბოლნისის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

Visited 81 times, 1 visit(s) today