ბოლნისში სამი მნიშვნელოვანი სანიაღვრე წერტილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რიტუალების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ერთ-ერთ რთულ მოსახვევში უხვი ნალექების დროს წყალი გუბდება და საავარიო სიტუაციას ქმნის, მიზეზი მოუგვარებელი სანიაღვრე სისტემაა.
გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით, ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე, შპს „მაიტენგ- საქართველო“ ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს. სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის ქვეშ აღმოჩენილია რამდენიმე ათეული წლის წინ მოწყობილი სანიაღვრე არხი. მოხდება მისი გაწმენდა და შესწავლა.
სანიაღვრე სისტემების გაწმენდის სამუშაოები ბოლნისში პარალელურ რეჟიმში სამ წერტილში ხორციელდება, რითაც სამი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება.

Visited 140 times, 1 visit(s) today