ბოლნისში საშობაო მსვლელობა მოეწყობა

7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისში ალილო ეწყობა. ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები ღვთისმშობლის ნიშთან გადაინაცვლებენ, სადაც მეუფე ეფრემი მცირე პარაკლისს გადაიხდის. შემდეგ კი მსვლელობა მოეწყობა ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც ბოლნისის სათნოების სახლთან დასრულდება. მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ალილოს ღონისძიებაში, რომელიც 7 იანვარს 13 საათზე დაიწყება.

Visited 158 times, 1 visit(s) today