ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად სოფელ რატევნის, ზვარეთისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა. სოფელ რატევანში მოსახლეობასთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, “სოფლის მხარდაჭრის პროგრამით“, სასაფლაო შემოიღობება, ზვარეთში რიტუალების სახლამდე მისასვლელი გზა კეთილმოეწყობა, ქვემო ბოლნისში კი გარე განათების ქსელი დასრულდება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის კრებები. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთებას შევძლებთ. მოსახლეობა თავად არჩევს მათ სოფლებში რა პრობლემები უნდა მოგვარდეს, ეს ჩართულობა კი ვფიქრობ პროგრამის ეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც პროექტს მეტად საჭიროს ხდის. დღეს სამ სოფელში ჩატარდა კრებები და გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელიც წელს აუცილებალად დროულად განხორციელდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წელთან შედარებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით, 50-ის ნაცვლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულება აიღო და ჯამში მთელ მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 428 000 ლარი დაიხარჯება“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 65 times, 1 visit(s) today