ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, 14 ივნისს ელიას მთაზე გაჭრილ ტერასებზე ღონისძიების საპატიო სტუმრებმა 1500 ძირი ხიხვი, ქისი და მანავის მწვანე ჯიშის ვაზის ნერგები საზეიმოდ დარგეს.
პეტრე-პავლეს სახელობის მონასტრის ეზოში კი ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიების დასასრულს, ფორუმის სტუმრებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საზეიმო მიღება გამართა.
Visited 123 times, 1 visit(s) today