ბოლნისში ღია ტიპის სავარჯიშო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი კეთდება. „იცხოვრე სპორტით და დარჩი ახლაგაზრდა“ – აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, მსგავსი ტიპის მოედნები ეტაპობრივად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. მოედანზე განთავსდება სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირებას. ახალი მოედნით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, იგი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი ერთ კვირაში გაიხსნება.

Visited 226 times, 1 visit(s) today