ბოლნისში 31 მარტს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრას გამართავენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

31 მარტს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრას გამართავენ თემაზე – “ინტერნეტი განვითარებისთვის”.
შეხვედრის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ უფასო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.
პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.

Visited 274 times, 1 visit(s) today