თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე სოფ. სიქთარვაში იმყოფებოდა, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თამაზ ბარბაქაძესთან ერთად წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გამოყოფილი თანხით-671 375 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „კონფორტმშენ XXI-ის“ მიერ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოხდება ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა, ინდივიდუალური დაქსელვა-გამრიცხველიანება, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის მოწყობა, რის შემდეგაც მოსახლეობა-650 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარე წელს წყლის მაგისტრალი მოეწყო სოფ. კვახჭირსა და ზედა სიმონეთში, ხოლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფ. ბარდუბანსა და ქ. თერჯოლაში ჯაბიძის ქუჩაზე.