ბორჯომის ისტორიულ პარკში ღვინის მუზეუმი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის ისტორიულ პარკში ღვინის მუზეუმი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის წინამძღოლმა მეუფე ლაზარემ , ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ , სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა საზეიმოდ გახსნეს. სტუმრებმა, ღვინის მუზეუმში დაცული, ღვინის სხვადასხვა სახეობები დააგემოვნეს. ბორჯომში მარნის გახსნის იდეა ისტორიული პარკის დირექტორს ლაშა ცაგარეიშვილს ეკუთვნის.
მარანში გაიხსნა ქვევრები, სადაც რამოდენიმე წლის დაძველების სხვადსხვა ღვინის სახეობები შეინახება. მარანის გახსნა მიზნად ისახავს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას და ტრადიციული წარმოების შენარჩუნებას. ღვინის მუზეუმის გახსნა კონცერტით აღინიშნა, სადაც გორის ქალთა კამერული გუნდის მიერ შესრულებული იქნა მრავალჟამიერი.

Visited 451 times, 1 visit(s) today