ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ბაკურიანისათვის დასუფთავების ახალი მანქანა შეიძინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ახალი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა.
როგორც გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, აღნიშნული ტექნიკის შესყიდვა დაბა ბაკურიანისათვის განხორციელდა. მანქანა ბაკურიანს ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად 1 ივნისის გადაეცემა.
გამგებლის განმარტებით, საკურორტო ზონაში ყოველთვის აქტუალურია სისუფთავის დაცვა. დამსვენებლისათვის მნიშვნელოვანია სუფთა და მოწესრიგებული გარემოში გაატაროს დასვენების დღეები. აღნიშნული ტექნიკა მოსახლეობას დაეხმარება საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანაში. ის ადგილობრივებს მთელი წელი მოემსახურება.
ნაგავმზიდი მანქანა იაპონური წარმოებისა და მისი შეძენისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 148 995 ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ერთი თვის წინ 100 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერიც შეიძინა. მათი განთავსება როგორც ქალაქში ასევე სოფლებსა და დაბებში, მათ შორის ბაკურიანშიც განხორციელდა.

Visited 241 times, 1 visit(s) today